თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version


ლიტერატურის კვირეული

საქართველოს უნივერსიტეტი, წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშნვას 2015 წლიდან უძღვნის ლიტერატურის კვირეულს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის ცხადდება ლიტერატურული კონკურსი "ფოლიო". კონკურსის ფარგლებში, ფოლიოს პრიზზე წარსადგენად ცხადდება პროზაული ნაშრომების მიღება, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტში შემდგარი პროფესიონალური ჟიური აწარმოებს.

კონკურსის თემატიკა და პირობები ყოველწლიურად ცვალებადია. არსებობს ნამუშევრის შეფასების სამი კრიტერიუმი:

ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონურობა

პრიზი ფოლიო გადაეცემა პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულს, ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასულ ფინალისტებს. პირველი ადგილი ფულად პრემიას, 500 ლარს ითვალისწინებს. გამარჯვებული ნაშრომის სრული ვერსია და 3 ფინალისტის ვინაობა ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

კონკურსში ყოველწლიურად, ასობით აბიტურიენტი და სტუდენტი იღებს მონაწილეობას. გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონიალზე, კონკურსის ყველა მონაწილე იღებს სპეციალურ სერტიფიკატს. ყოველწლიურად, ჟიური განსაკუთრებული სიმპათიის სერტიფიკატებსაც გასცემს. ღონისძიების ბოლოს იჭრება საზეიმო ტორტი.

ფოლიოს გამარჯვებულები 2018

გამარჯვებული:  ლილი ფულარიანი
საუკეთესო პოეტური ნაწარმოები:  ივანე მათიაშვილი
საუკეთესო პროზაული ნაწარმოები:  თეკლა ერემეიშვილი

ფოლიოს გამარჯვებულები 2017

პირველი ადგილი:  გვანცა გვასალია
მეორე ადგილი:  ელისო სუხიტაშვილი
მესამე ადგილი:  თამარ გაბედავა

ფოლიოს გამარჯვებულები 2016

პირველი ადგილი:  თემური საბელაშვილი
მეორე ადგილი:  სოფიო შეყილაძე
მესამე ადგილი:  სალომე კვატიძე

ტოლერანტობის კვირეული

ტოლერანტობა - საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა. ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია „ტოლერანტობა თავისუფლებაა!“

კვირეულის განმავლობაში უნივერსიტეტის კამპუსში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები სტუდენტების ჩართულობით; საჯარო ლექციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რომლებსაც ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები კითხულობენ. სტუმართა სია მოიცავს საზოგადო მოღვაწეებს, ტელე წამყვანებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ა.შ.