თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

საბაკალავრო


ინფორმაცია 2018 წლის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის!

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი, მეორე სართული ოთახი #201.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
  • სკოლის ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (ვაჟების შემთხვევაში)
  • ფოტოსურათი (3X4);
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ბანკებში: "თიბისი", "ქართუ" და "ბაზისბანკში". (რეკვიზიტი საჭირო არ არის, უნდა წარადგინოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა).   

სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს  ელექტრონულ მატარებელზე.(CD-ზე ჩაწერილი).


სწავლა იწყება 17 სექტემბერს.

 

დამატებითი ინფორმაციის მოგვმართეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე: 
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77 ა, IV კორპუსი 
ტელეფონი: 255 22 22      *5522 
www.ug.edu.ge      Online Chat 
ელ-ფოსტა: t.lagvilava @ug.edu.ge