თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

რიგგარეშე მობილობა


2018 წლის რიგგარეშე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

  1. მობილობისათვის ადგილების რაოდენობა განისაზღვროს შემდეგი წესით:

აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი)

ადგილი

სწავლის წლიური საფასური (ლარი)

სამართალმცოდნეობა

50

2250

 ბიზნესის ადმინისტრირება

50

2990

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა

50

4000 აშშ დოლარი

ექვივალენტი ლარში

აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური (მაგისტრატურა)

ადგილი

სწავლის წლიური საფასური

(ლარი)

საჯარო მმართველობა

25

3000


 


  1. ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ზღვრული ოდენობის ფარგლებში შესაძლებელია ცალკეულ პროგრამებზე/აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებზე ადგილების რაოდენობის ცვლილება, სტუდენტთა რეგისტრაციების გათვალისწინებით.
  2. საბაკალავრო პროგრამებზე  მობილობის მსურველმა სტუდენტმა  2018 წლის 30 აგვისტოდან 2018 წლის  14 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს და განცხადებას თან დაურთოს შემდეგი საბუთები:
  • ნოტარიულად დამოწმებული სკოლის ატესტატი, ასლი და ელექტრონული ვერსია;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების სერტიფიკატის ასლი და ელექტრონული ვერსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული;
  • 1 ნაბეჭდი ფოტოსურათი (3X4) და ელექტრონული ვერსია;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული (ვაჟების შემთხვევაში);
  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან; (ელ. ვერსიაც).
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან ამონაწერი სტატუსის შეჩერების / შეწყვეტის ბრძანებიდან; (ელ. ვერსიაც).
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), ასევე ელექტრონული ვერსიაც (PDF ან JPJ ფორმატით);
  • გავლილი საგნების სილაბუსების ან თითოეული საგნის მოკლე აღწერის (ანოტაცია) ელექტორნული ვერსია (PDF ან JPJ ფორმატით);               
  1. სამაგისტრო პროგრამებზე მობილობის მსურველმა 2018 წლის 30 აგვისტოდან 2018 წლის  14 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს და  განცხადებას თან დაურთოს შემდეგი საბუთები:
  • ნოტარიულად დამოწმებული  ბაკალავრის დიპლომის ასლი და ელექტრონული ვერსია.
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული;
  • 1 ნაბეჭდი ფოტოსურათი (3X4) და ელექტრონული ვერსია;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, იმ გვერდების ასლი და ელექტრონული ვერსია,  სადაც მფლობელის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული (ვაჟების შემთხვევაში);
  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;(ელ. ვერსიაც).
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან ამონაწერი სტატუსის შეჩერების / შეწყვეტის ბრძანებიდან;(ელ. ვერსიაც).
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)ფურცელი), როგორც ასლი, ასევე ელექტრონული ვერსიაც (PDF ან JPJ ფორმატით);
  • გავლილი საგნების სილაბუსების ან თითოეული საგნის მოკლე აღწერის (ანოტაცია) ელექტორნული ვერსია (PDF ან JPJ ფორმატით);
  1. სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები წარმოდგენილ იქნას CD-ზე.
  2. აღიარებული კრედიტების გასაცნობად სტუდენტი უნდა გამოცხადდეს 17 სექტემბერს 15:00 საათზე;
  3. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების მიზნით კრედიტების აღიარების კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს სტუდენტს ჩაბარებული კომპონენტების სილაბუსების წარმოდგენა ან/და გამოცდის ჩაბარება.