თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

კარიერული სერვისები


საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული წინსვლაზე სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ზრუნავს.

გვჯერა, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წარმატება და მათი მაღალი დონის პროფესიონალიზმი განპირობებულია არა მხოლოდ უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური სტანდართებით, არამედ სტუდენტთა კარიერული წინსვლისათვის მიმართული ძალისხმევითაც. 

დასაქმების ხელშეწყობის სამსახური სათუთად ეკიდება თითოეული სტუდენტის კარიერული წინსვლის პერსპექტივას იმისათვის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიაღწიონ წარმატებას და დასაქმების ადგილიდან ასახელონ საკუთარი უნივერსიტეტი.  კარიერული სერვისების თვალსაზრისით სტუდენტებისა და კურსდამთვრებულებისათვის ხელმისაწვდომია სისტემატიური ტრენინგები, დასაქმების ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ექსკლუზიური სიახლეები მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და სხვა. 

საქართველოს უნვიერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახური სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სრულყოფილად ამზადებს იმისათვის, რომ მათ თავდაჯერებულად იგრძნონ თავი კონკურენტულ გარემოში.  სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთვრებულები შრომით ბაზარზე მოწინავე რიგებს იკავებენ. 

უნივერსიტეტი დასაქმებულ კურსდამთავრებულთა შესანიშნავი სტატისტიკით გამოირჩევა.  ბოლო მონაცემებმა ცხადყო, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთვრებულთა 93% დასაქმებულია.  

დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ჩვენი სტდუენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115

ტელ: (032) 2 55 22 22

ელ.ფოსტა: career@ug.edu.ge

 

ანა ართმელაძე

სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მენეჯერი

ტელ: (032) 2 55 22 22

მობ: (+995) 558 05 31 31

ელ-ფოსტა: a.artmeladze@ug.edu.ge