თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

სამაგისტრო


ინფორმაცია 2018 წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის!

საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:

  1. ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ინგლისურ ენაში;
    ტესტის ნიმუში
  2. გასაუბრების თემატიკა სპეციალობის მიხედვით.

საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:

  • ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ინგლისურ ენაში; ხოლო სამართლის პროგრამაზე სწავლების მსურველთათვის ინგლისური/გერმანული.
  • გასაუბრება სპეციალობის მიხედვით.

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 29 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაცია ჩატარდეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსი, II სართული, ოთახი #-201.

მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის მიზნით რეგისტრაციისას  წარმოადგინოს:

  • გამოცდის საფასურის ქვითარი (20 ლარი);

მაგისტრატურაზე შიდა გამოცდის (20 ლარის) საფასურის გადახდა ხდება შემდეგ ბანკებში: თი ბი სი, ქართუ, ბაზისბანკი.

შ.პ.ს. საქართველოს უნივერსიტეტი ს/კ 205037137
ბაზისბანკი - GE 27BS 000 000 000 873 6079 (მაგისტრატურა)
ქ. თბილისი კოსტავას 77-ა. 0175. ტელეფონი: (+995) 32 2 55 22 22

შენიშვნა: საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ენის გამოცდიდან თავისუფლდებიან თუ დახურული აქვთ B2 დონე ინგლისური/გერმანული

  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ბაკალავრის დიპლომი (დედანი, ასლი), ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (ვაჟების შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4).      
  • CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი.

სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზეც. (CD-ზე)

 

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდეს 10 სექტემბერს, 10:00 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77ა,  IV სასწავლო კორპუსში, ოთახი #-407.

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გასაუბრება ჩატარდეს 13 და 14 სექტემბერს,  მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77ა,  IV სასწავლო კორპუსში.

  • სოციალურ მეცნიერებათა სკოლა: ოთახი #701 (IV კორპუსი);
  • სამართლის სკოლა: ოთახი #420 (IV კორპუსი);
  • ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - 334 აუდიტორია

       საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა 327 ოთახი

  • ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა: ოთახი #302 (I კორპუსი);
  • ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის და ინჟინერიის სკოლა: ოთახი #207 (IV კორპუსი);
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა: ოთახი #606 (IV კორპუსი);

 

მათ სწავლას აგრძელებს საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე ვალდებულია

ჩააბაროს ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაზე სპეციალობაში.

გასაუბრების საკითხები  და ძირითადი პრინციპები:

ა) საერთაშორისო სამართალში;

ბ) საკორპორაციო სამართალში;

გ) სახელშეკრულებო სამართალში.

ბიზნეს სამართლის პროგრამაზე საჭიროა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონე, რაც განისაზღვრება:

 ან ა) საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში;

ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL 87-109 IBT, Cambridge English Exam -160-179);

ან გ) ბაკალავრატში ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

 

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდის შედეგებით უკმაყოფილების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია წარმოადგინოს საპრეტენზიო განაცხადი გამოცდის შედეგების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა.

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 19 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს:

  • სწავლების საფასურის იმ ოდენობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღემატება მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს.

აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 19 – 22 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

სამართლის სამაგისტრო და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსების მოპოვების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ფაილშიმიღება მაგისტრატურაზე-სამართლის სკოლა.

 

ვაკანტური ადგილები

პროგრამები

საფასური

ადგილების რაოდენობა

ტესტის ტიპები

ბიზნესის ადმინისტრირება

3000

80

B

საჯარო მმართველობა

3000

30

A

გამოყენებითი მეცნიერებები

3000

10

B

გამოყენებითი ფსიქოლოგია

3500

45

A

განათლების ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი).

3000

10

A

ინგლისური ფილოლოგია

3000

15

A

ინფორმატიკა

3000

25

B

კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია

3000

5

A

რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა

3500

20

B

საერთაშორისო ბიზნეს სამართალი. (ინგლისურენოვანი)

4000

20

C

საერთაშორისო ურთიერობები

3500

20

A

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა

3000

15

A

სამართალი

3000

60

C

საქართველოს ისტორია

3000

10

A

ფარმაცია

3000

15

A

ფარმაციის მენეჯმენტი.

3000

15

B

ქართული ფილოლოგია

3000

10

A

ჯანდაცვის ადმინისტრირება

3000

15

B

არქეოლოგია

3000

5

A

დამატებითი ინფორმაცია კოეფიციენტების, პრიორიტეტების და მინიმალური ზღვარის შესახებ თითოეულ პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:

ანკეტა-კითხვარი მაგისტრატურისთვის