თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა


ნათია კალაძე
სკოლის დირექტორი
IVკორპუსი, ოთახი: 702
ტელ.: 2 55 22 22 (344)
ელ.ფოსტა: n.kaladze@ug.edu.ge

საქართველოს უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2004 წლიდან ფუნქციონირებს და ლიდერია ჟურნალისტების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნირებათა სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების მომზადებაში. სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში სწავლება შეესაბამება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც აკადემიურ ისე ინფრასტრუქტურულ სტანდარტებს. საქართველოს უნივერსიტეტი ინოვატორია საგანმანათლებლო სივრცეში და აძლევს სტუდენტებს საშუალებას თეორიული ცოდნა გამოსცადონ პრაქტიკაში, გაიარონ სტაჟირება სწავლის პერიოდში და შეიძინონ კონკრეტული სფეროსთვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები. სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სრულადაა აღჭურვილი კონკრეტული სფეროს სპეციალისტისთვის საჭირო უახლესი ტექნიკით და საერთაშორისო კლასის აკადემიური პროგრამით ხელმძღვანელობს.