თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

ტრენინგები აბიტურიენტებისთვის


ტრენინგები მე-11  და მე-12 კლასელებისათვის

„მოვემზადოთ სტუდენტობისათვის საქართველოს უნივერსიტეტში“

 

საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს და მე - 11 კლასელებს სთავაზობს უფასო მოსამზადებელ ტრენინგებს - „მოვემზადოთ სტუდენტობისთვის საქართველოს უნივერსიტეტში“, რაც მათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების პროცესში ხელს შეუწყობს. 

თითოეული აბიტურიენტი, რომელიც ისარგებლებს ტრენინგებით ნახავს დიდ სარგებელს მისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში, რასაც უნივერსიტეტში ჩაბარება და პროფესიის შერჩევა ჰქვია.

აღნიშნული ტრენინგები ეფექტიანად მოამზადებს მოსწავლეებს სტუდენტობისათვის.

ტრენინგები:

  1. როგორ ავირჩიო პროფესია?
  • ძლიერი უნარების და ინტერესის სფეროს განსაზღვრა;
  • საქართველოს უნივერსიტეტში არსებული პროგრამების პრეზენტაცია: დეტალები პროფესიების და დასაქმების ბაზრის შესახებ;
  • საქართველოს უნივერსიტეტის განათლების პროცესის პრეზენტაცია: სილაბუსების მაგალითი, პირველკურსელის დატვირთვა, სახელმძღვანელოები, რესურსები.

2. ეროვნული გამოცდები: როგორ დავძლიო გამოცდების შიში?

  • ემოციებისა და სტრესის მართვა;
  • ფსიქოლოგიური რჩევები;
  • პრაქტიკული რჩევები.

 

თითოეულ მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მოცემული ტრენინგებიდან ერთ - ერთი ან დაესწროს ორივეს.

ტრენინგებზე დარეგისტრირება