თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი


საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში დაფუძნებული არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის მიზანია არქეოლოგიის დარგსა და მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე ინსტიტუტების, ცალკეული მეცნიერებისა და სტუდენტების გაერთიანება მიმართულების კომერციალიზაციის ხელშეწყობა. ცენტრი უზრუნველყოფს არქეოლოგიური ტურიზმის განვითარებას, დარგის პროფესიონალებისა და დაინტერესებული ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში.

პარალელურად ცენტრი ზრუნავს არქეოლოგიის მიმართულებით ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიცაა რადიოინჟინერია, ქიმია, ბიოტექნოლოგიები, რობოტექნიკა და ა.შ. არქეოლოგიის კვლევითი ინოვაციების ლაბორატორიის დაფუძვნება ხელს შეუწყობს ბიზნეს სტარტაპების ფორმირებას და რეგიონიდან შეკვეთების მოზიდვას. 

ცენტრი ასევე მიზნად ისახავს არქეოლოგიის მუზეუმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს დარგის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.