თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

ისწავლე უფასოდ


საქართველოს უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ყველა მე-12 კლასელ აბიტურიენტს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს გათამაშებაში და მოიპოვოს ჩვენს უნივერსიტეტში, 4 წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ სწავლის შესაძლებლობა.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაცია შესაძლებელია 20 ივნისის ჩათვლით. გაიარე რეგისტრაცია

თუ ინფორმაცია არ იქნება ზუსტი და აბიტურიენტი არ იქნება (იგულისხმება მე-12 კლასელი), შედეგები იქნება განულებული.

გამარჯვებული გამოვლინდება საქართველოს უნივერსიტეტის გრანდიოზულ კონცერტზე.

ლაივსტრიმის რეჟიმში ყველა მონაწილეს საშუალება ექნება თვალი ადევნოს გათამაშებას, რომელიც ლოტოტრონის მეშვეობით გამოავლენს გამარჯვებული აბიტურიენტის ვინაობას.

იღბლიან გამარჯვებულს ლაივ რეჟიმში დაუკავშირდება საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

გისურვბეთ წარმატებას და გელით საქართველოს უნივერსიტეტში!

P.S თითოეული ველი უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული, მონაწილეს რეგისტრაციის გავლა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.