თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

სტაჟირება აბიტურიენტებისთვის


საქართველოს უნივერსიტეტი წელსაც ყველა მე-12 კლასელს სთავაზობს შესაძლებლობას გაიაროს სტაჟირება საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურში.

აღნიშნული პროექტით  განსაკუთრებულ სარგებელს მიიღებენ პიარში და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში განათლების მიღებისა და კარიერის მიღწევით დაინტერესებულ აბიტურიენტები.

შერჩევით პროცესში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ლინკზე. (აუცილებლად მიუთითეთ სასურველი სამსახური).  ზემოთ მოცემულ სამსახურებში, აპრილის თვეში სტაჟირების გასავლელად რეგისტრაცია მიმდინარეობს 23 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით.  უნივერსიტეტი დაუკავშირდება შერჩეულ აბიტურიენტებს გასაუბრების გავლის მიზნით, რის შედეგადაც გადაწყდება შერჩეული კანდიდატების ვინაობა.

სტაჟირების ხანგრძლივობა - 1 თვე;

სტაჟირების საათები - ინდივიდუალურად მორგებული.

აბიტურიენტი მიიღებს სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

გისურვებთ წარმატებას და გელით საქართველოს უნივერსიტეტში!

დამატებითი კითხვებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის კონსულტანტს.

საკონტაქტო ინფორმაცია

დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ასისტენტი ანა ართმელაძე

ტელ: (032) 2 55 22 22

მობ: (+995) 558 05 31 31

ელ-ფოსტა: a.artmeladze@ug.edu.ge