თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

ფოლიო 2017


საქართველოს უნივერსიტეტი მორიგ ლიტერატურულ კონკურსს - „ფოლიოს“ აცხადებს

საქართველოს უნივერსიტეტი, 24 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, მორიგ ლიტერატურულ კონკურსს -„ფოლიოს“ აცხადებს.

კონკურსის მონაწილეები ქართულ და ინგლისურ ენაზე ნებისმიერი ჟანრის (დეტექტივი, ფანტასტიკა, დრამა, კომედია და ა.შ) მოკლე მოთხრობას დაწერენ (ტექსტი განთავსებული A 4 ფორმატში, 1 გვერდი).

წლევანდელი კონკურსის თემა გახლავთ „ახალი დღე -  ახალი შანსი“.  კონკურის აუცილებელი პირობაა, რომ ლიტერატურული ნამუშევრის შინაარსი ამ კონკრეტულ თემასთან  იყოს კავშირში.

კონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ( მე-11/მე-12 კლასი).

გამარჯვებულ ავტორს მიენიჭება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ (ლაურეატის სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო - 500 ლარი).  ასევე, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან  კონკურსის  მეორე და მესამე ფინალისტებიც.

კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში წერის კულტურის ამაღლება. ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

კონკურსის პირობები:

1) კონკურსი ორენოვანია, შესაბამისად ნაშრომი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
2) Sylfaen 11 - იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს. ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში.
3) თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი, კლასი და ელექტრონული ფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები:

ა) ორიგინალურობა ბ) შემოქმედებითობა გ) ლაკონიურობა

ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2017 წლის 1 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 28 აპრილს ლიტერატურის კვირეულის დახურვის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში (კოსტავას 77ა, საკონფერენიო დარბაზი #519)

შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!


მორიგი ლიტერატურული კონკურსი ჩატარდება 2018 წლის აპრილში.