თუ სწავლა გინდა
   



თქვენ იმყოფებით საიტის ძველ ვერსიაზე. ახალი ვერსია
You are on the old version of the site. New Version

წარმატებული სტუდენტები


ლიკა ფუტკარაძე

პოლიტიკის მეცნიერებათა საბაკალვრო პროგრამის კურსდამთავრებული

ლიკა ფუტკარაძე - საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკის მეცნიერებათა საბაკალვრო პროგრამის კურსდამთავრებული, სტიპენდიანტი. საქართველოს უნივერსიტეტი ჩემთვის ასოცირდება ჩემი კარიერული საქმიანობის საწყისს ეტაპთან და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯებთან, რომელმაც დიდი ზეგავლენა იქონია ჩემს სამომავლო, როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ განვითარებაზე.

ჩემი არჩევანი საქართველოს უნივერსიტეტზე განაპირობა უნივერსიტეტის გამორჩეულობამ თავისი ინოვაციებით, კარგი მენეჯმენტით, ლექტორთა მაღალი კვალიფიკაციის დონითა და საინტერესო, აქტიური სტუდენტური ცხოვრებით. სწავლის პროცესი უნივერსიტეტში საკმაოდ შრომატევადი, თუმცა საინტერესო და ეფექტური იყო. სასწავლო მასალა, ისევე როგორც მეთოდოლოგია, სრულად შეესაბამებოდა თანამედროვე დასავლურ სტანდარტებს, რაც ქმნიდა წინაპირობას ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის, სწავლა გამეგრძელებინა დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში შემდგომ ეტაპზე.

საბაკალვრო საფეხურის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, სწავლა გავაგრძელე ჩეხეთის - მასარიკის უნივერსიტეტისა და გერმანიის - კონსტანცის უნივერსიტეტის ორმაგის ხარისხის პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ამჟამად, ვამთავრებ  გერმანიის - ზიგენის უნივერსიტეტისა და შვედეთის- უფსალას უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის  პოლიტიკის, სოციოლოგიისა და ისტორიის, მულტიდისციპლინარულ, მეორე სამაგისტრო პროგრამას და ამავდროულად, ჩემივე პროფესიით ვმუშაობ გაეროს კლიმატის ცვლილებების სამდივნოს მონაცემთა გამჭირვალობისა და ანალიზის აპარატში. ასევე გახლავართ Erasmus + ორგზის, კენტის უნივერსიტეტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროს სტიპენდიანტი.

მე დღემდე ვფიქრობ რომ 8 წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან საქართველოს უნივერსტიტეტი ყოველთვის იყო საუკეთესო ადგილი საკუთარი მიზნებისა და შესაძლებლობების რეალიზებისთვის. სწორედ ამიტომ, მადლობა უნივერსიტეტს, თითოეულ ლექტორსა და ყველა ჩემს მეგობარს ნაყოფიერი და საინტერესო ოთხწლიანი გამოცდილებისთვის.

 

 


 

 

მარიამ ბაიდოშვილი

საზოგაბოებასთან ურთიერთობის კურსდამთავრებული

ერთი წლის წინ დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლი საზოგადოებასთან ურთიერთობის/PR პროგრამა. სწავლის პერიოდი საკმაოდ შრომატევადი, დაძაბული და ემოციური იყო. არასდროს მქონია ბევრი თავისუფალი დრო, ვცდილობდი პროდუქტიული ვყოფილიყავი,  მეორე კურსიდან ვმუშაობდი ტურისტულ კომპანიაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ახლა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (მუნიციპალური ტრანსპორტის) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უშუალოდ ჩემი პროფესიით ვაგრძელებ საქმიანობას.

საქართველოს უნივერსიტეტი პირველ რიგში იყო გამოცდილება, დამოუკიდებლად მოქმედების, საკუთარი შესაძლებლობების და პასუხისმგებლობის გაანალიზების პირველი ნაბიჯები.

აქ მივხვდი, რომ ყველანაირი სირთულის გადალახვა შეიძლება და ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდეული. არ არსებობს ხელის შემშლელი გარემო პირობები, ყველაფერს ჩვენი დამოკიდებულება განაპირობებს. დღეს მე საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსი ვარ, მაქვს დიდი გეგმები და მიზნები. საქართველოს უნივერსიტეტი და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ჩემთვის წარმატებული საწყისი ეტაპი იყო, მიხარია რომ სწორედ ეს უნივერსიტეტი დავამთავრე.

 

 


 

 

ნიკა შანავა

საზოგადეობასთან ურთერთობის პროგრამის სტუდენტი

მე ვარ ნიკა შანავა 21 წლის, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის(PR) მე-4 კურსის სტუდენტი. საქართველოს უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მომცა  შესაძლებლობა გამევლო ტრენინგი და სემინარები საზღვარგარეთ გერმანიაში(ბრიუსელი)

1)Visit and Seminars at European Parliament Brussels bureau.

2)Seminar at NATO SHAPE.

3)Training at European Commission.

4)Training  at  European economic and social committee.

5)Discussion at the Committee of Regions.

გაცვლით პროგრამა მოიცავდა   ურთიერთობებში, კომუნიაციასა და მენეჯმენტში ცოდნის გაღრმავებას. ამაყი ვიყავი, როდესაც განხილული საკითხები ჩემთვის არ იყო უცნობი,მიხაროდა როდესაც ხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს ვეცნობოდი და ვიგებდი,რომ მათ იგივე სახელმძღვანელოებით გაიარეს საგნები რაც მე საქართველოს უნივერსიტეტში!

სწავლასთან ერთად, ვმუშაობდი საქართველოს უნივერსიტეტში სასწავლო ოფისის მენეჯერად, ასევე საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ტექნოლოგიური ტრანსფერის ცენტრის თანამშრომელი ვარ დღემდე, ვხელმძღვანელობ ივენთების ორგანიზებას,მარკეტინგს, ვთავაზობთ ორგანიზაციებს შეთავაზებებს  მათი პრობლემების გადასაჭრელად,ეს მეხმარება  ჩემი იდეების განხორციელებაში. 2016 წელს ვიყავი - პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის  PR კამპანიების ხელმძღვანელი,ეს ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო თუმცა ვთვლი,რომ თავი კარგად გვართვი,ვწერდი სფიჩებს,ვგეგმავდი სხვადასხვა აქტივობებს, გადავიღე საიმიჯო კლიპი(რეკლამა)რომლის იდეის ავტორი,COPYWRITER-ი (რეკლამის ტექსტის ავტორი),სცენარისტი ვიყავი მე,2015 წლიდან დღემდე ვარ  ფსიქოლოგ ნონა ხიდეშელი,პიარ მენეჯერი,ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციებში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე,ახლა უნივერსიტეტში გავიარე პიარის პრაქტიკის კურსი  სადაც ვიკვლიე ველოსიპედით გადაადგილების ხელის შემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები, მონაცემები დამეხმარა,  შემემუშავებინა ეფექტური პიარ  გეგმა,დამატებით ვიმუშავე street art-ის (ქუჩის მხატვრობა)სტრატეგიულ გეგმაზე მიმდინარეობის პოპულარიზაციი მიზნით,ვაპირებ ამ მონაცემების დამუშავებას და ჟურნალის სახით გამოცემას,რადგან საკამოდ საინტერესო გამოვიდა!

 

 


 

 

თეონა დემეტრაშვილი

ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტი

 

თეონა დემეტრაშვილი-"სტუდენტური ცხოვრების პირველი წარმატება საქართველოს უნივერსიტეტში 100 %-იანი გრანტით ჩაბარება იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ 4 წლის მანძილზე აბსოლუტურად უფასოდ ვისწავლიდი .

შემდეგი წარმატება ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრ „კონტაქტს“ უკავშირდება. ცენტრი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობაში და შეიძინონ პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ცენტრში ინტენსიურად ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობები, როგორიცაა ჯგუფური ფსიქოთერაპია, ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, სხვადასხვა სახის ტრენინგები, საჯარო ლექციები და სხვა. 
სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება გამევლო სტაჟირება აღნიშნულ ცენტრში. 

საქართველოს უნივერსიტეტი გამორჩეულია დასაქმების ხელშეწყობის მხრივ. სტუდენტებს აქვთ საშუალება გაიარონ სტაჟირება/დასაქმდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურებში, ასევე UG ბაღსა და UG სკოლაში. შეიძლება ითქვას, რომ მე ყველა მოცემული შანსი გამოვიყენე.  გავიარე სტაჟირება როგორც უნივერსიტეტის საშუალო სკოლაში, ასევე ბაღში. სამთვიანი სტაჟირების გავლის შემდეგ დავსაქმდი UG ბაღში, სადაც ყოველდღიურად ვიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას, როგორც ბავშვებთან ურთიერთობით, ასევე პროფესიონალი კოლეგების წრეში. 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მოტივირებული სტუდენტებისაგან შექმნას პროფესიონალი კადრები. ასე რომ, თუ სწავლა გინდა და გსურს გქონდეს აქტიური სტუდენტური ცხოვრება, საინტერესო ლექტორებისა და სტუდენტების გარემოცვაში, საქართველოს უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია"

 

 


 

 

ნიკოლოზ ხატიაშვილი

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული

2012 წელს დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის  სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ერთის მხრივ მივიღე განსაკუთრებული ცოდნა, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში ძალიან იშვიათი იყო, ხოლო მეორეს მხრივ, მიღებულმა ცოდნამ ჩემს კარიერულ წინსვლაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სწავლის პერიოდში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, საიდანაც მნიშვნელოვან გამოცდილებას ვიღებდი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, 2010 წელს დავიწყე მუშაობა საჯარო სექტორში, კერძოდ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სადაც ვიკავებდი უფროსი მრჩევლის პოზიციას. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, გადავედი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში, სადაც მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა განვიცადე.  ამჟამად ვიკავებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობას და  აკადემიურ საქმიანობას ვეწევი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უსაფრთხოების ექსპრტთა აკადემიაში.

ჩემი აზრით საქართველოს უნივერსიტეტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩემს პროფესიულ განვითარებას. პირველ რიგში უნივერსიტეტი გამოირჩეოდა ლექტორების მაღალი კვალიფიკაციით, რაც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდიდა. ჩვენი ლექციები თეორიასთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, რაც საგნის შესწავლას კიდევ უფრო ეფექტურს ხდიდა. სწავლის მეთოდოლოგია დაფუძნებული იყო თანამედროვე დ ინოვაციურ მიდგომებზე, ხოლო სასწავლო მასალა და ლიტერატურა სრულად შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს.

მე ვფიქრობ, რომ სწორედ საქართველოს უნივერსიტეტმა გამიჩინა დიდი ინტერესი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში ჩემი კარიერული წინსვილსა და პროფესიონალად ჩამოყალიბების საფუძველი გახდა.

 

 


 

 

ნინო ჭულუხაძე

ჟურნალისტიკის პროგრამის კურსდამთავრებული

საქართველოს უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი ჩემთვის ცოდნის , სიახლის, დისციპლინის და საინტერესო ადამიანების გაცნობის პერიოდი იყო. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო. თან ახლდა პატარ- პატარა სირთულეები, რომლებიც მაშინ გადაუჭრელად მეჩვენებოდა, მაგალითად: გამოცდებისთვის ღამეების თენება, ყოველდღიურად ქვიზისთვის მზადყოფნა, ჟურნალისტური საქმიანობის პრაქტიკული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება , თუმცა ეს დაძაბულობა ზრდასთან ერთად სადღაც გაქრა და მალევე დავიწყე რეჟიმისგან დიდი სიამოვნების მიღება. მაშინ ვიგრძენი, რომ ძალიან გამიმართლა. აუდიტორია 810 -ში მონტაჟისას გათენებული ღამეები მენატრება. მახსოვს ჩემი და ჩემი ჯგუფელების აღელვებული სახეები მონტაჟისას, როდესაც დედლაინის დრო გვეწურებოდა ჩვენ კი მთლიანად ტექნიკის კეთილგანწყობაზე ვიყავით დამოკიდებული . სწორედ აქ ვისწავლეთ ყველა ჟურნალისტური ტექნიკა და ხრიკები. საქართველოს უნივერსიტეტს უკავშირდება ჩემი განვითარების და პროფესიის შეცნობის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც შემატყობინეს, რომ ჩემ საოცნებო ტელევიზიაში მიშვებდნენ გასაუბრებაზე და სწორედ აქედან დაიწყო დიდი ოცნებების ახდენაც. ჩემი გამოსაშვები საღამოდან ორი წელი გავიდა და ძალიან მიხარია, რომ წლიდან წლამდე საოცრად ვითარდებით. დარწმუნებული ვარ, ვისაც სწავლა უნდა აუცილებლად გააკეთებს არჩევანს საქართველოს უნივერსიტეტზე.